ბაღათურია იური შალვას ძე (14.I.1955, ცხაკაია), დაამთავრა ვ. კომაროვის სახ. თბილ. ფიზ. მათ. სკოლა (1971), თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1976) და თსუ-ის აპირანტურა (1979). ბ. ი.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „ლეპტონური რიცხვის შენახვის ექსპერიმენტული შემოწმება და პროცესებში“ (1995). სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში, ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში, მასწავლებელთა პროფეს. განვითარების ეროვნულ ცენტრში, ეროვნულ საგამოცდო ცენტრში. დღემდე მუშაობს ილიას სახელმწ. უნ-ტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე საბუნებისმეტყველო მეცნ. და მედიცინის ფაკ-ტზე (2010-დან) და საქართვ. ტექ. უნ-ტის კვანტური ფიზიკისა და საინჟ. ტექნოლოგიების ინ-ტში მთ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (2015-დან). ბ. ი. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტისა და კონფერენციის მონაწილე. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: მაღალი ენერგიების ფიზიკა; ექსპერ. ფიზიკა; ფიზიკის სწავლება. ბ. ი. არის 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში:„New bounds from searching for muonium to anti-muonium conversion“ (Phys. Rev. Lett. 82, 49-52, 1999); „Ageing in the LHCb outer tracker: Phenomenon, culprit and effect of oxygen“ (Nucl. Instrum. Meth. A617, 202-205, 2010); „Observation of a new boson at a mass of 125 GeV with the CMS experiment at the LHC“ (Phys. Lett. B716, 30-61, 2012). ბ. ი. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. ცენტრებში მიმდინარე ექსპერიმენტებში: PROZA, PROZA-M, POLEX, NEPTUN (ქ. დუბნა, ქ. პროტვინო, რუსეთი, 1976-1992); SINDRUM-II, M-, pi-beta (პაულ შერერის ინ-ტი, შვეიცარია, 1989-1995); HERA-B მიწვეული მეცნ. მკვლევარი (DESY, ჰამბურგი, გერმანია, 1999-2003); LHCb მეცნ. მკვლევარი (ჰაიდელბერგი, გერმანია, 2003-2010); ბ. ი. არის საერთ. თანამშრომლობების წევრი: CMS (LHC--დიდი ადრონული ამაჩქარებელი, ჟენევა, შვეიცარია, 1995-დან) და COMET (J-PARC, იაპონია, 2012-დან) და შესაბამის ექსპერიმენტებში მიმდინარე სამეცნ. კვლევების მონაწილე.